3 მარტი დედის დღეა
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. ასევე, განსხვავებულია მისი დაწესების ისტორია.
საქართველოში დედის დღედ 3 მარტი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ამ დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, ის ცალკე მაინც აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებით ხვდება. ტრადიციულად, შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.
დედის დღის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ – უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს.