დავით ზალკალიანი: ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდაპოლიტიკური პროცესების მოწესრიგებაში, მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი ქვეყანაში სტაბილურობას

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდაპოლიტიკური პროცესების მოწესრიგებაში, მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი ქვეყანაში სტაბილურობას.

,,ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი იყო უაღრესად დროული, შინაარსიანი და თავად ის ფაქტი, რომ ის უშუალოდ იყო ჩართული შიდაპოლიტიკური პროცესების მოწესრიგებაში, მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი ქვეყანაში სტაბილურობას. ევროკავშირი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზიული, ძლიერი მხარდამჭერი ყველა ამ პროცესში და ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, მოძებნოს საშუალება, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველო უკვე დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები