ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი

ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს გააერთიანებს; ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდა.

მანვე  აღნიშნა, რომ მთავარი, რაც მოსახლეობას აწუხებს, არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-პანდემია და სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები