“უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ ლიდერული თვისებები უნდა გამოიჩინოს, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა საქართველოს ინტერესებისთვის მოქმედება.
“უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ ლიდერული თვისებები უნდა გამოიჩინოს, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი. საჭიროა საქართველოს ინტერესებისთვის მოქმედება. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია, გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ყველას მოვუწოდებთ, დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა”, – აღნიშნა მიშელმა.