ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე აუცილებელია, მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს – კობა გვენეტაძეს, ვიცეპრეზიდენტებს – არჩილ მესტვირიშვილსა და პაპულა ლეჟავას შეხვდა.

ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

“პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: პანდემიის პირობებში ქვეყნის მაკროეკონომიკური გამოწვევები, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის, ლარის კურსისა და ინფლაციის პერსპექტივები, ასევე, საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდობის საკითხები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი კოვზანაძეს 2020 წლის საბანკო სექტორის წინასწარი მონაცემები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე აუცილებელია, მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება, იმის მიუხედავად, რომ საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა პანდემიით და ეკონომიკის შეკუმშვით, ვარდნით გამოწვეულ რისკებს. „პარლამენტმა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით საბანკო სექტორი მოვამზადეთ კარგად. ფინანსური სისტემის მდგრადობა წლების განმავლობაში ამ სფეროში გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა: მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება, კანონი „საინვესტიციო ფონდების” შესახებ კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გამკაცრება და ა.შ. ვფიქრობ, რომ სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად გამართულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი – ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები