ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი –  ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება.

მანამდე, მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას,  გახსნის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს.

შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები