“ვერ ააგორეს რა თბილისში აქციები, ახლა მაშველ რგოლად ნაცოპოფლანგის მთავარი მენტორი სააკაშვილი ჩართეს და გულმხურვალე ბუნების დამცველადაც მოგვევლინა” – გიორგი ცუცქირიძე
„როდესაც პრეზიდენტი იყო, მსხვილი ჰესების აშენებას ღიად უჭერდა მხარს და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტადაც მიაჩნდა, ახლა კი მწვანეთა მოძრაობის მანტია მოირგო და საკუთარი ფბ გვერდიდან “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თბილისში აქციები ვერ ააგორეს და მაშველ რგოლად ნაცოპოფლანგის მთავარი მენტორი მიხეილ სააკაშვილი ჩართეს.
„ჩემი პოზიცია ნამახვანჰესზე, ისედაც ცნობილია. ნებისმიერი მსხვილი პროექტი და კონტრაქტის პირობები საზოგადოებისათვის მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს, მთავარი პრობლემა მაინც გრძელვადიანი სტრატეგიის არქონაა, რომელიც ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრავდა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, საერთაშორისო ტენდენციებთან და განსაკუთრებით მწვანე ენერგის ერთიან კონტექსტში, თუმცა პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამ თემის ინტერპრეტირების, განსაკუთრებით მისი პოლიტიზირების თვალსაზრისით. ვერ ააგორეს რა თბილისში აქციები, ახლა მაშველ რგოლად თავად ნაცოპოფლანგის მთავარი მენტორი მიხეილ სააკაშვილი ჩართეს და გულმხურვალე ბუნების დამცველადაც მოგვევლინა. ამ ადამიანის ტრანსფორმაციის და გარდასახვის უნარი გასაოცარია. როდესაც პრეზიდენტი იყო, მსხვილი ჰესების აშენებას ღიად უჭერდა მხარს და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტადაც მიაჩნდა, ახლა კი მწვანეთა მოძრაობის მანტია მოირგო და საკუთარი ფბ გვერდიდან “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, პროზაული მოწოდებით – ხელები შორს ქართული ბუნებისაგან. რაც მთავარია მისთვის ახლა თურმე გაცილებით პრიორიტეტული საქართველოს ბუნების გადარჩენა გამხდარა, ვიდრე თურქეთისათვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა. ერთიც უნდა ითქვას, მის ბუნებისადმი გაღვიძებულ სიყვარულს თავი რომც დავანებოთ, მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა, რომ ოკუპანტ რუსეთს მიყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!, ან თუნდაც დღეს მის მიერვე მართული ნაცმო, რუსეთთან ღია ფლირტში არაერთგზის შემჩნეულ პოლიტსუბიექტებთან ერთად, რადიკალიზაციით და დესტაბილიზაციით, რომ ცდილობს ქვეყნის არევას?”,- წერს ცუცქირიძე.