მიხეილ ყაველაშვილი: „ნაცმოძრაობამ” მოინდომა, ეს პროტესტი გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც არ გამოუვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მოქმედების მოტივი ის არის, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოინდომა, ეს პროტესტი გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც არ გამოუვა.
„თუ მელია ამბობს, რომ სახელმწიფო დევნის, თითქოს, ბრალდება შეუთითხნეს და ა.შ. სასამართლო ჩატარდა და ყველამ ნახა, მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ როგორ მოუწოდებდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოინდომა, ეს პროტესტი გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც არ გამოუვა, რადგან სიმართლეს ვერ ეწინააღმდეგება ვერცერთი ძალა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.