მოლინეუსი – ღარიბაშვილს: მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია

“მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერმინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის”, – ასე მიმართავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილში, რომლითაც მას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, საამაყოა, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს.

„ძვირფასო პრემიერმინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერმინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია. ვამაყობ, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს, განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. ჩვენი მყისიერი მხარდაჭერა ეხმარება საქართველოს COVID-19-ზე მტკიცე პასუხის გაცემაში. გისურვებთ წარმატებას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენსა და მინისტრთა კაბინეტთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და მის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური აღდგენის რთულ პროცესში”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები