სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – მალხაზ თორიამ ზუგდიდის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთადზ ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ,,დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი უმძიმესი საქარველოს ისტორიაში. ასი წლის წინ უთანასწორო მტერთან ბრძოლაში ასობით ქართველი დაიღუპა, ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება, ჩვენ მას ვუპირისპირდებით თავისუფლებას, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ აჩვენა მისი მძიმე ისტორიის განმავლობაში, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას”, – განაცხადა მალხაზ თორიამ. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.