ზაალ უდუმაშვილი: თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება

“უგუნური შტურმის შემდეგ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა ფეხზე დადგა – თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი სანქციებია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების სივრცე მმართველმა გუნდმა ამოქოლა და მათზეა დამოკიდებული პროცესის ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.

„იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ნამდვილად ყველაფერია მოსალოდნელი იმიტომ, რომ მართლაც იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა. ასეთი რამ არ რჩება რეაგირების გარეშე და ეს განცხადებები სწორედ იმას მოწმობს, რომ თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება. მოლაპარაკების სივრცე ამოქოლა მმართველმა გუნდმა და მათზეა ახლაც დამოკიდებული გახდის, თუ არა შესაძლებელს, რომ ეს პროცესი ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს, თუმცა ამისთვის აუცილებელი პირობებია, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. ნიკა მელია, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყოს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები