ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის აქციებს არ შეუერთდება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდება.

მისივე თქმით, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომასა და მოლაპარაკებას.

„ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ამდენი ხანია, არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები. ყველა მეგობარი, რომელიც ახლა ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებს, გვეუბნება, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ. წარმოიდგინეთ, როგორი სევდიანი ამაბავია, დღეს არის ოკუპაციის 100 წლისთავი, წითელი არმია, მეთერთმეტე არმია რომ თბილისში შემოვიდა, იქედან ასი წლისთავი. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომასა და მოლაპარაკებას.

დეკლალირებულად ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების სივრცე დარჩა, მაგრამ მოლაპარაკება არა და არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების. თუ ვინმეს საქართველოში ეს ვითარება უხარია ოკუპაციის 100 წლისთავზე, უხარია რუსეთს. მათ ჯინაზე და საქართველოს მტრების ჯიბრზეც, ორივე მხრიდან ავდგებოდი, გადავდგამდი ერთამანეთისკენ ნაბიჯს. ეს იქნებოდა ძალიან სწორი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები