ნიკოლოზ სამხარაძე: პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას იმ საკითხების მოძებნა სჭირდება, რაზეც ერთიანი პოზიცია გვექნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების სურვილია, ხელისუფლება და ოპოზიცია არა კინკლაობით, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტით იყოს დაკავებული.

როგორც სამხარაძემ ოპოზიციასთან დიალოგზე საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას იმ საკითხების მოძებნა სჭირდება, რაზეც ერთიანი პოზიცია იქნება.

“ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ეს საუბარი უნდა შედგეს პარლამენტში და თუ ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ მიიღონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი სახით ვისაუბროთ მათთან ერთად. პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას სჭირდება ერთადერთი რამ, იმ საკითხების მოძებნა, რაზეც ჩვენ გვექნება ერთიანი პოზიცია და მე მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დაკავებული იყოს არა ერთმანეთთან კინკლაობით, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტით”, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები