მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფომ დღეს არ დაუშვა, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან 100 წლის თავზე თანამედროვე ბოლშევიკებს კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გაეთელათ

“სახელმწიფომ დღეს არ დაუშვა, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან 100 წლის თავზე თანამედროვე ბოლშევიკებს კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გაეთელათ”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სახელმწიფომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვა ისე, რომ არავინ დაშავებულა.

,,სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია, კანონი არ სრულდებოდეს.

დღეს, ბოლო დღეების მანძილზე ოპოზიციის მხრიდან გადადგმული უამრავი პროვოკაციული ნაბიჯის მიუხედავად, სახელმწიფომ უმთავრესი – კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვა ისე, რომ არავინ დაშავებულა და არ დაუშვა, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან 100 წლის თავზე, თანამედროვე ბოლშევიკებს კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გაეთელათ”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, რის შემდეგაც ოპოზიციამ აქციები დააანონსა. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები