ნიკოლოზ სამხარაძე: სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება
“სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარი გადაწყვეტილებებით სხვა გზას არ ტოვებს გარდა იმისა, რომ ის აყვანილი იყოს პატიმრობაში. ეს საქართველოს იმიჯზე კარგად არ მოქმედებს”,- ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
როგორც სამხარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება.
“სამწუხაროა, რომ ვითარების ასეთი ესკალაცია საბოლოო ჯამში აქამდე მივიდა, თუმცა ამას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ სახელმწიფოს ღიად გამოწვევა. სამწუხაროა ასევე ის, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარი გადაწყვეტილებებით სხვა გზას არ ტოვებს გარდა იმისა, რომ ის აყვანილი იყოს პატიმრობაში. ეს არის ძალიან ცუდი და რა თქმა უნდა საქართველოს იმიჯზე კარგად არ მოქმედებს.
სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. ამ შემთხვევაში, გამოსავალი ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. მისი დაკავება არავის უნდა. კანონი სხვა გზას არ უშვებს, ერთი არის გირაოს გადახდა და მეორე ბრალის აღიარება”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.