ზურაბ ჯაფარიძე: ნატო-სა და ევროკავშირში არავინ მიიღებს ქვეყანას, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებენ, ეს არის წყალში გადაყრილი 30 წელი

“არავინ არც ნატო-ში და არც ევროკავშირში არ მიიღებს ქვეყანას, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებენ, ეს არის წყალში გადაყრილი 30 წელი, რაც ყველამ ერთად ვიწვალეთ, რომ რაღაცნაირად დავახლოვდებით თავისუფალ სამყაროს”, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საზოგადოების მობილიზებაა საჭირო.

„პირველ ყოვლისა, გვჭირდება ქვეყნის შიგნით მობილიზება, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, იმ ხალხმა – ვინც წლების განმავლობაში საკუთარი დრო და ენერგია დახარჯეს იმაზე, რომ ლობირებდნენ საქართველოს თემას ევროკავშირსა და ნატო-ში, იმ ხალხს დავანახოთ და მივცეთ არგუმენტები, რომ ეს არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილება, ეს არის ერთი უგუნური ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ახლა გასაკეთებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები