ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი აუცილებელი პირობაა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს სასწრაფოდ, დავიწყებთ აქციებს

“ჩვენი აუცილებელი პირობაა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს სასწრაფოდ, დავიწყებთ აქციებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება.

„ოპოზიცია, რომელიც უკვე „ერთიან ეროვნულ მოძრაობად“ ჩამოყალიბდა, სწორედ ასე განვაგრძობთ ბრძოლას. ჩვენი აუცილებელი პირობაა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს სასწრაფოდ, თუ კიდევ სურს ხელისუფლებას, რომ რაიმე შანსი იყოს, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს. პირველი პირობა ის, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ დავიწყებთ აქციებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები