ნინო ლომჯარია: ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას აუცილებლად მოჰყვება, საბჭოთა საქართველოს მსგავსად, დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება

“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება, მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა”, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას აუცილებლად მოჰყვება, საბჭოთა საქართველოს მსგავსად, დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება, მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა …”, – წერს ნინო ლომჯარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები