ზაალ უდუმაშვილი: ქვეყნის საბოტაჟია, როცა „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში
“საქართველოს აქვს ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის ცნობილი ფაქტი. შესაბამისად, ასე გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
უდუმაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული საბოტაჟია, როცა ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შედის პარლამენტში.
„ქვეყნის საბოტაჟია, როცა „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. რომელ პარლამენტში მოგვიწოდებენ შესვლას, სადაც თვითონ დაიწერეს, რამდენი კაცი უნდა შესულიყო პარლამენტში და როგორ გადაენაწილებინათ ადგილები? კი ბატონო , ისხდნენ ამ პარლამენტში და მიიღონ კანონები, უკრან ტაში ერთმანეთს. საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის ცნობილი ფაქტი. შესაბამისად, ასე გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.