რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით თბილისში აქცია-მსვლელობა იმართება

აქცია თბილისში – მოძრაობა “სოცაფეთქება”, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებით დაზარალებული სატრანსპორტო კომპანიები და ტურ-ოპერატორები მსვლელობას მართავენ. ისინი რიყის პარკიდან დაიძვრებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა შეზღუდვების შემსუბუქებაა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ რეგულაციები არ მოიხსნება, კომპანიების ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

“ჩვენი აქცია მშვიდობიანია და აპოლიტიკური. მთელი ქვეყანა უნდა გაიხსნას, მზად ვართ და თანახმა, რომ მკაცრი რეგულაციებით ვიმუშაოთ”,- განაცხადა ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა, გურამ გოგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები