პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებისვე ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

აქტივისტებმა პარლამენტის უკანა ეზოდან გადმოინაცვლეს წინ და იქ სურდათ კარვების გაშლა. ამის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები