ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ, თუმცა, ეს არ არის ასეთი ადვილი საქმე და ვერ მოხდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია და საზოგადოება ერთიანია, ამიტომ, ვერანაირი ცვლილებები და გადაადგილებები ხელისუფლების შიგნით, გავლენას ვერ მოახდენს.

„ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ, თუმცა, ეს არ არის ასეთი ადვილი საქმე და ვერ მოხდება. ხედავთ, როგორი ერთიანია ოპოზიცია, საზოგადოება. ამიტომ, ვერანაირი ცვლილებები და გადაადგილებები ხელისუფლების შიგნით ვერ მოახდენს გავლენას. დავიცავთ ისე, როგორც ვიცავდით აქამდე. დავიცავთ მას ამ ორი დღის განმავლობაში, შესაბამისად, არ გახდება ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი. გავყვებით სადაც წავა. ჩვენც იქ ვიქნებით, სხვებიც იქ იქნებიან. ჩვენ ერთად გადავწყვეტთ, როგორ მოხდება ნიკას დაცვა. არ მგონია, ხელისუფლებას ეყოს იმის გამბედაობა, წავიდეს ამ უგუნურ ნაბიჯზე, რომელსაც ნიკა მელიას დაპატიმრება ჰქვია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები