გიორგი კახიანი: მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, არც ახლა ვამბობთ ამაზე უარს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად იყო და ეს მზაობა დღესაც აქვთ.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა მეტი სივრცე არსებობს ამისთვის, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
„მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. როდის შედგება ასეთი მოლაპარაკება, ამას მომავალი გვაჩვენებს. თუმცა, მოლაპარაკებებზე არც ადრე გვითქვამს უარი და, ბუნებრივია, არც ახლა ვამბობთ ამაზე უარს“, – განაცხადა კახიანმა.