ელჩი: ლიეტუვა ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი, მე აქ ვარ, რადგან სოლიდარობა გამოვუცხადო წარმოდგენილ მხარეებს
“მე დღეს აქ ვარ, რათა გამოვუცხადო სოლიდარობა წარმოდგენილ მხარეებს”, – ამის შესახებ ლიეტვუის სახელმწიფო ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ლიეტვუის სახელმწიფო ძალიან ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი. ჩვენ წარმოდგენილ ყველა პოლიტკურ პარტიასთან ერთად ვმუშაობათ, რათა ეს ქვეყანა იყოს მეტად წარმატებული ევროატლანტიკურ სივრცეში. მე დღეს აქ ვარ, რადგან გამოვუცხადო სოლიდარობა წარმოდგენილ მხარეებს. ჩვენ ვიმსჯელებთ არსებულ სიტუაციასა და მომავალზე”, – განაცხადა ლიეტვუის ელჩმა საქართველოში,ანდრიუს კალინდრამ.