ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა გავრილოვებზე, უკან დასახევ ყველა გზას ვხერგავთ

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა გავრილოვებზე.

,,ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს. ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა გავრილოვებზე, თავისი მხნე ხასიათით და იმ გადაწყვეტილებით, რომ არ დაეხარა თავი და არ მიეღო მთავრობის პირობები, რომ გადაეხადა აბსურდული გირაო. ამიტომ ჩვენს უკან არის სიმართლე. ეს ხელისუფლება კანონის ფარგლებს გარეთაა გასული, ერთხელ და სამუდამოდ უნა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც არ იქნება პოლიტიკური პოლიცია და პოლიტიკური სასამართლო. ამისთვის ვიბრძვით და უკან დასახევ ყველა გზას ვხერგავთ,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები