შალვა ნათელაშვილი: ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ჩემს დაბადების დღეს ამ ვითარებაში შევხვდებოდი
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ნიკა მელიასთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ განაცხადა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა თუკი მის დაბადების დღეს მსგავს ვითარებაში შეხვდებოდა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის დაბადების დღეც ხვალ არის, თავის თავს საჩუქრად ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტი მოუმზადა.
“ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისაგან, მაგრამ იმას ვერა, რომ ჩემს დაბადების დღეს ამ ვითარებაში შევხვდებოდი, ასევე, იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ უკვე 18-ში ივანიშვილის დაბადების დღეზე, ის თავისივე თავს საჩუქრად მოუმზადებდა ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტს, მაგრამ მე მას ვპირდები, მეორე დაბადების დღეზე ის პოლიტიკაში კი არა, ციხეში იქნება”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.