პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა და საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არავინ წასულა.

საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები