ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, შემდეგ კი ხანძარი მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებზე გავრცელდა. ხანძრის გამო კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა.

როგორც ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კორპუსის მეშვიდე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი კაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილიზებულიია მეხანძრე-მაშველების 9 ეკიპაჟი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები