იაპონიაში Pfizer-ის ვაქცინის ნაწილს გადაყრიან, რადგან ქვეყანაში სპეციალური შპრიცების ნაკლებობა შეინიშნება.
ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მდივანზე, კაცუნობუ კატოზე დაყრდნობით წერს.
აღსანიშნავია, რომ “ფაიზერის” ერთი ფლაკონი 6 ინექციაზეა გათვლილი, თუმცა, ექვსივე დოზის ამოსაღებად საჭიროა სპეციალური შპრიცი. სტანდარტული შპრიცით შესაძლებელია მხოლოდ 5 ნემსის გაკეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ 72 მილიონი ადამიანის ნაცვლად იაპონიაში მხოლოდ 60 მილიონი ადამიანი აიცრება.
კატოს თქმით, პრეპარატის გამოუყენებელი ნაწილის უტილიზაცია მოხდება.
ქვეყანამ ვაქცინის პირველი პარტია 12 თებერვალს მიიღო.