კარლ ჰარცელი: მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება
“მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება”, – ამის შესახებ ევრკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის დაფინანსებით COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.
„შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. ჩვენ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით, რათა სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ იმუშაოს. მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.