სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტის შენობის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან.

პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ადვოკატები სხდომაზე დასწრებასა და პროკურორისთვის მწვავე კითხვების დასმას აპირებენ.

“ჩვენ დავესწრებით სხდომას და საკმაოდ მწვავე კითხვებს დავუსვამთ პროკურორს, პროკურატურას. ვეცდებით, საზოგადოებას გავაგებინოთ, თუ რამდენად ფორმალურია ეს პროცესი. ავითარებენ ნარატივს, რომ ნიკა მელია გირაოს არ იხდის, ეს კი საზოგადოების სიცრუეში შეყვანაა. ნიკას გირაო გადასახდელი არ აქვს. გირაოზე გირაოს გამოყენება აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.

პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას დღეს მეორედ უყრის კენჭს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები