იაგო ხვიჩია: მარიხუანა კუკავასთანაც მომიწევია, ამის წამოძახება არასწორია მაშინ, როდესაც ერთად გვაქვს მოწეული, ბოლო-ბოლო
“მარიხუანა რომ რამეს შველოდეს, ბევრი ადამიანი გამოგვყვებოდა დღეს ჩვენ”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერში” საუბრისას განაცხადა.
ხვიჩიამ პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებასაც უპასუხა.
“მარიხუანა რომ რამეს შველოდეს, გარანტია რომ იყოს საღ აზრზე, ბევრი ადამიანი გამოგვყვებოდა დღეს ჩვენ. მარიხუანა ერთადაც მოგვიწევია მაგ ხალხთან, ბევრთან, მე მგონი, კახა კუკავასთანაც მომიწევია, სხვათა შორის. პრობლემა არ არის, ახალგაზრდა ხალხი ვართ. ამის წამოძახება არასწორია მაშინ, როდესაც ერთად გვაქვს მოწეული, ბოლო-ბოლო. როცა ერთად ვეწეოდით, მაშინ ჩვენიანები იყვნენ, მაშინ შეთანხმებულები ვიყავით, მე და კუკავა მაინც, რომ მიშას თამაში არ გვინდა”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, კახა კუკავამ განაცხადა: “ახალგაზრდებო, შეხედეთ მეგრელიშვილსა და ხვიჩიას და დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის და, რაც მთავარია, აზროვნებისთვის”.