პარლამენტთან აქცია „ერთად გადავარჩინოთ ბახმარო“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან, აქცია სახელწოდებით „ერთად გადავარჩინოთ ბახმარო“ გაიმართა.

აქციის წევრები ბახმაროში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ.

პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას თქმით, ბახმაროში ჰესის მშენებლობა წარმოუდგენელია.

“პირველ რიგში ეს არის სოლიდარობის აქტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადგილზე იბრძვიან ამ სრულიად საზიანო ჰესის აშენების წინააღმდეგ. წარმოუდგენელია ისეთი სიმდიდრე, რომელიც არის ბახმარო ვინმემ მაფიოზურად აიღოს და ჩადგას ჰესი. შესაძლოა, ისეთი ადგილების მონახვაც, სადაც ბუნებრივი ზიანი ამ მასშტაბის არ იქნება”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები