დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისში გაიმართება, როდესაც დადგება პარტიის თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, არ დავაყენო ჩემი თანამდებობა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. პარტიას სჭირდება განახლება. დღეს დაკვეთაა, რომ მოხდეს განახლება“, – განაცხადა ბაქრაძემ.