გიორგი ხელაშვილი: დღევანდელი ინიციატივა ნიშნავს, რომ კონგრესმენები სრულად იზიარებენ იმ კურსს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას

“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კინზინგერი და კონოლი ასე არიან ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში და ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ისინი სრულად იზიარებენ იმ კურსს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია უსუსური არგუმენტებით ცდილობს ხინჯის შეტანას საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში.

„საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ორი ხელმძღვანელი – ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი დღევანდელ ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოლიტიკოსები არიან და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანლები ორივე პარტიიდან სწორედ ძალიან გავლენიანი კონგრესმენები არიან. კონოლი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ხოლო კონგრესმენ კინზინგერი, რომელიც ასაკით შედარებით ახალგაზრდაა, ძალიან დიდი მხარდამჭერია საქართველოსი და ის წარმოადგენს ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას უკვე ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურ პარტიაში. მისი ახალი ინიციატივაა, რომლითაც ფაქტობრივად შესაძლოა, მოხდეს სრული განახლება რესპუბლიკური პარტიის და ის შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ წამყვან ფიგურად, ასე რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კინზინგერი და კონოლი ასე არიან ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში და ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ისინი სრულად იზიარებენ იმ კურსს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას.

​ოპოზიციის განცხადებებსა და არგუმენტებს, რაც ბოლო დროს განაცხადეს, თანაც ემოციურად, რა თქმა უნდა, არავინ სერიოზულად არ აღიქვამს, არც დარგის სპეციალისტები, არც პოლიტიკოსები, არც საქართველოში და არც უცხოეთში. მეტიც, ისინი თავადვე არ აღიქვამენ სერიოზულად. წარმომიდგენია, ოპოზიციის წარმომადგენლები როგორ ეჭიდებიან ხავსს, როდესაც უსუსური არგუმენტებით ცდილობენ ხინჯი შეიტანონ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში. ეს სრულიად არასერიოზულია”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები