ბექა ოდიშარია: პარლამენტში ერთჯერადად შემოსვლა ნაკლებად სერიოზულია

„დადებითად ვაფასებ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში შემოსვლას უკავშირდება. ერთჯერადად შემოსვლა, რა თქმა უნდა, ნაკლებ სერიოზულია. აჯობებს, შემოვიდნენ”, – ასე აფასებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას.

მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია“ ერთ-ერთი გამოცდილი პარტიაა და  საპარლამენტო საქმიანობაში მისი ჩართულობა მომგებიანი იქნებოდა.

„დადებითად ვაფასებ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში შემოსვლას უკავშირდება. ერთჯერადად შემოსვლა, რა თქმა უნდა, ნაკლებ სერიოზულია. აჯობებს, შემოვიდნენ. „რესპუბლიკური პარტია“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პარტიაა, ვფიქრობ, მათი შემოსვლით საპარლამენტო მუშაობის პროცესი მხოლოდ მოიგებდა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა, მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები