“საკითხები ეხებოდა დავით გარეჯს, ვაქცინაციას” – წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა უკვე დასრულდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის სხდომაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციას და დავით გარეჯის საკითხსაც.
“საკმაოდ მცირე დროში მოხდა ბევრი საკითხის შეთანხმება. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხები ზნეობრივი კუთხით შეფასებული. ყველაფერი აისახება ოქმში, რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.