დიმიტრი ხუნდაძე: ნიკა მელია თუ გირაოს არ გადაიხდის, პასუხი კანონისმიერი იქნება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძი​ს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას კანონი ავალდებულებს, რომ მან დაკისრებული გირაო გადაიხადოს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, ამ ქმედებას პასუხი კანონის მიხედვით გაეცემა.

„ნიკა მელიას არჩევანია, გადაიხდის თუ – არა, მაგრამ კანონით ვალდებულებაა, რომ მან გადაიხადოს. თუ არ გადაიხდის, ამას კანონი არეგულირებს. კანონში სახელი და გვარი არ არსებობს და, შესაბამისად, გამონაკლისები ვერ იქნება. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი პასუხი კანონისმიერი იქნება. ნიკა მელიას გადაწყვეტილება იმ დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს. მათი მიზანია, დესტრუქციული ქმედება მოიყვანონ რეალობაში, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალონ და ქვეყანაში აურზაური შექმნან, რაც დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები