დავით ბაქრაძე: “ევროპულ საქართველოში” ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს – კვირის ბოლომდე საზოგადოება ინფორმირებული იქნება

არსებული ინფორმაციით, დავით ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებს.

ამ ეტაპზე, მედიასთან საუბარში ბაქრაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარტიაში გადალაგებებზე მსჯელობა მიმდინარეობს, რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

“პარტიაში გადალაგებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება. შიდა გადალაგება თუ მოხდება, ეს პრინციპულ საკითხებზე გავლენას ვერ მოახდენს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები