თაკო ჩარკვიანი: რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერ გამოიყვანს ქუჩაში

“რევოლუცია მოვახდინოთ” – არასდროს მითქვამს იმიტომ, რომ რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერასდროს ვერ გამოიყვანს ქუჩაში”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“მე ჩემს სიტყვებზე ყოველთვის ვაგებ პასუხს. “რევოლუცია მოვახდინოთ” არასდროს მითქვამს იმიტომ, რომ რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ გააკეთებს და მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერასდროს ვერ გამოიყვანს ქუჩაში. ხალხი ქუჩაში გამოჰყავს, ბოდიში და, კანონდამრღვევ, რეგვენ ხელისუფლებას. ხალხი, გამომდინარე ხელისუფლების აღვირახსნილებიდან, ახდენენ რევოლუციებს. სისულელეა, როგორ იტყვის ოპოზიცია – რევოლუცია გავაკეთოთ, როგორ გააკეთებს, თუ ხალხი კმაყოფილია.

ეს პირადად ჩემი აზრია და არა – “სტრატეგია აღმაშენებლის”, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და გიორგი აზრები 99%-ით ემთხვევა ერთმანეთს, არის რაღაც განსხვავებები. პირადად მე, თამარ ჩარკვიანი ველოდები, როდის გამოვა ეს ძალიან გაჭირვებული ხალხი ქუჩაში, რადგან რაღაცით მინდა ვუშველო. მე რევოლუციას კი არ ველოდები.

დავდივართ რეგიონებში, ვაგრძელებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. სულ მეუბნებიან, რომ ის პერიოდი ოპოზიცია ჩუმად იყავითო. არა, არ ვიყავით ჩუმად”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები