შსს-ს აკადემია თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვას იწყებს.

აღნიშნული სისტემა გულისხმობს თანამშრომელთა საქმიანობის ობიექტურ შეფასებას, მათი სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით და კარიერული განვითარების წახალისებას.

შეფასების სისტემის სრულყოფილად დანერგვის მიზნით, აკადემიაში ამოქმედდება საპილოტე ეტაპი, რომელიც მოიცავს თანამშრომლებისთვის განმავითარებელი გეგმების შემუშავებას, მათ შეფასებას და მენეჯერული რგოლის გადამზადებას ქოუჩინგსა და მენტორინგში. საპილოტე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, აკადემიაში შეფასების სისტემის ინსტიტუციონალური დანერგვის პროცესი დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემაზე მუშაობა, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 2018 წლიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები