თეა წულუკიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.