თეა წულუკიანი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს ეწვია
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრის თანამშრომლებთან გამართულ გაცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცენტრისა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობასა და კვლევის მნიშვნელობას კულტურის სფეროში დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.