ნორვეგიის ელჩი – ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივება მიუღებელია
საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენე სენდ ანდრესენის სოციალურ ქსელში წერს.
„ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ცხინვალის ციხიდან ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ“,- წერს ჰელენე სენდ ანდრესენი Twitter -ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).