გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა და გზების ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმ სავნეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა და გზების ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გზების გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ონის სერვის ჯგუფი” ახორციელებს, რომლის საშუალებითაც გზები გაწმენდილია კურორტ შოვის მიმართულებით, ასევე, გაიწმინდა სოფელ ჭიორასა და გლოლას შიდა საუბნო გზებიც.

“მადლობას ვუხდი შპს ,,ონის სერვის ჯგუფის” ყველა თანამშრომელს, ოპერატიულად და ეფექტიანად განხორციელებული სამუშაოებისათვის, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები