კარლ ჰარცელი: თეა წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით – გვქონდა შანსი, განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები
“ვიცით, რომ თეა წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი, განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა.
„ძალიან მივესალმები შეხვედრას, რადგან, ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი, განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა.
ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში. არ უნდა იყო გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია“, – განაცხადა ჰარცელმა.
კარლ ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. ამასთან, თეა წულუკიანმა ელჩს უპასუხა, რომ ამ საკითხის განხილვას ელჩთან ერთად ისურვებდა.