სერგი კაპანაძე: ,,ქართულ ოცნებას” საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებს, არამედ სურს, რომ როგორღაც შეიტყუოს ოპოზიცია შიგნით და ეს ამბავი არ გამოვა

,,ქართულ ოცნებას” საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებს, არამედ აინტერესებს ის, რომ როგორღაც შეიტყუოს ოპოზიცია შიგნით და ეს ამბავი არ გამოვა”, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, რადგან კარგად ახსოვს საზოგადოებას, როგორ ექცეოდა ,,ქართული ოცნება” პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ კომისიას.

„სირცხვილია, როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, ის „ქართული ოცნება“, რომელიც ამ პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ საგამოძიებო კომისიას როგორ ექცეოდა ძალიან კარგად ვიცით და ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით.

ამიტომ, მათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რომ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია შიგნით და ეს ამბავი არ გამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში შეგვიძლია შესვლა, თუმცა, მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ სხვა თემებზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები