გიორგი კახიანი: 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არის ის, რაც რეალურად იყო მოსახლეობის ნება
“მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს მივცეთ შესაძლებლობა, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
გიორგი კახიანის განმარტებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არის ის, რაც რეალურად იყო მოსახლეობის ნება.
„ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ არჩევნების შედეგები არის ის შედეგები, რაც რეალურად მოსახლეობის ნება იყო. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ამის დასტურია ის, რომ ჩვენივე ინიციატივით ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ამ საკითხზე უნდა ომსჯელოს. დარწმუნებული ვარ, კომისიის მუშაობის შედეგად იგივე სურათი დაიდება, რომ არჩევნების შედეგები არის ის რეალური შედეგები, რაც მოსახლეობამ დააფიქსირა არჩევნების დღეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება იმ კონფიგურაციით, რომელიც დღეს არის პარლმენტში წარმოდგენილი.
„ზოგოდად ასეთი წესია, რომ უმრავლესობა არ უნდა იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში, თუმცა იმავდროულად რეგლამენტში ასეთი დათქმაა, რომ თუ თეორიულად ეს შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს მივცეთ შესაძლებლობა, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ.
როდესაც შეიქმნება საგამოძიებო კომისია, შეიქმნება იმ კონფიგურაციით, რომელიც დღეს არის პარლმენტში წარმოდგენილი. თუმცა ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას შემოუერთდება, ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში“, – განაცხადა კახიანმა.