31 იანვრამდე განხორციელებულმა, ვაშლის ექსპორტმა 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 9.8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც ,,კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, 9.4 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები