ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან – “საბოლოოდ გავაფორმეთ შეთანხმება „ქართული ოცნების“ ლიდერებთან”

,,მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა.

„ჩვენ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა საბოლოოდ გავაფორმეთ შეთანხმება „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, მამუკა მდინარაძესა და არჩილ თალაკვაძესთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები